პირველი არხის თანადაფინანსებით გადაღებული ფილმი „სამურაი დასვენების ჟამს“ ვერაკრუსის მსოფლიო ფილმების ფესტივალზე დაჯილდოვდა
საქართველოს პირველი არხის თანადაფინანსებით გადაღებული ფილმი „სამურაი დასვენების ჟამს“, რომლის რეჟისორიც ლევან თუთბერიძეა, მექსიკაში, ვერაკრუსის მსოფლიო ფილმების ფესტივალზე დაჯილდოვდა.
ფილმს საუკეთესო მხატვრობისთვის (თემურ ხმალაძე, ანა კალატოზიშვილი) გადაეცა ჯილდო და მისი მაღალმხატვრული ღირებულება ჟიურის მიერ აღინიშნა.
„სამურაი დასვენების ჟამს“ შექმნილია პირველი არხისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. პირველი არხი ბაზარზე ქართული აუდიოვიზუალური პროდუქტების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და ყოველწლიურად მნიშვნელოვან კონტრიბუციას დებს ქართულ კრეატიულ სექტორსა და ეკონომიკაში.