პირველი არხის ეთერით, 26 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან სპეციალური ინსცენირების ტრანსლაცია შედგება
პირველი არხის ეთერით, 26 მაისს, 17:10 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ისტორიული დარბაზიდან, სპეციალური ინსცენირების ტრანსლაცია შედგება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ღონისძიებების მენეჯერმა, თათა სვანიძემ “რადიო პირველი არხის” დილის პროგრამა “პიკის საათის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, ტრანსლაციის ფარგლებში, პირდაპირ ეთერშივე შესრულდება საქართველოს ჰიმნი.
1918 წლის 26 მაისს, სწორედ 17:10 საათზე, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ, მოქალაქეებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადება ამცნო.