პირველადი მონაცემებით, ხალაწანსა და უჯარმაში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ
პანკისის ხეობაში ორი საარჩევნო უბნის პირველადი მონაცემებით, ხალაწანის თემის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა როსტომ ალხანაშვილმა გაიმარჯვა.
სოფელ ომალოსა და ზემო ხალაწანის საარჩევნო უბნებზე რეგისტრირებული 1 220 ამომრჩევლიდან არჩევანი 617-მა ამომრჩეველმა გააკეთა, აქედან 577-მა ამომრჩეველმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭირა მხარი.
საოლქო საარჩევნო კომისიაში არცერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა.
პირველადი მონაცემებით, სახელისუფლებო კანდიდატი ლიდერობს საგარეჯოს სოფელ უჯარმის საარჩევნო უბანზეც. 340 ამომრჩევლიდან 244-მა ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზურაბ შინდელაშვილს მისცა.