პირველადი მონაცემებით, ხალაწანსა და უჯარმაში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ

22:31, 19.05.2019

პანკისის ხეობაში ორი საარჩევნო უბნის პირველადი მონაცემებით, ხალაწანის თემის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა როსტომ ალხანაშვილმა გაიმარჯვა.

სოფელ ომალოსა და ზემო ხალაწანის საარჩევნო უბნებზე რეგისტრირებული 1 220 ამომრჩევლიდან არჩევანი 617-მა ამომრჩეველმა გააკეთა, აქედან 577-მა ამომრჩეველმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭირა მხარი.

საოლქო საარჩევნო კომისიაში არცერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა.

პირველადი მონაცემებით, სახელისუფლებო კანდიდატი ლიდერობს საგარეჯოს სოფელ უჯარმის საარჩევნო უბანზეც. 340 ამომრჩევლიდან 244-მა ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზურაბ შინდელაშვილს მისცა.

მსგავსი