პირველად საქართველოში პროექტ „ვოისს“ ონლაინ ინტერაქტიული მაყურებელი ეყოლება
უნიკალური შესაძლებლობა „ვოისისგან“ – მაყურებელს შეუძლია, პროექტის ჩაწერის პროცესს დისტანციურად დაესწროს და მოიპოვოს საკუთარი ადგილი ეკრანზე.
მაყურებლის ჩართვა ხდება პროგრამა „ზუმის“ მეშვეობით. მაყურებელი დაინახავს სტუდიას, ხოლო სტუდიაში მყოფი ხალხი დაინახავს დიდ ეკრანებზე გამოტანილ მაყურებლის გამოსახულებას.
ონლაინჩაწერაზე დასასწრებად, აუცილებელია ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში (The Voice • საქართველოს მაყურებელი) გაწევრიანება, სადაც ყოველი გადაცემის ჩაწერის წინ გაზიარდება ბმული.
დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, რადგან მხოლოდ 100 უნიკალური ადგილია. ვინც პირველი გადავა ბმულზე, ის მოიპოვებს ადგილს, ხოლო დანარჩენებს შეუძლიათ, „ზუმის“ პლატფორმიდან რომელიმე მაყურებლის გასვლის შემდეგ მოიპოვონ ადგილი.
საერთაშორისო მუსიკალური პროექტი „ვოისი“ საქართველოს პირველ არხზე მალე დაიწყება. უკვე ცნობილია ოთხივე მწვრთნელის ვინაობა, ესენი არიან: სტეფანე მღებრიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, ნიაზ დიასამიძე და სალომე კორკოტაშვილი.