თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, მათთან მოთავსებული ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
„10 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 71 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 59 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში სამი პაციენტი მკურნალობს. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 62 პაციენტი. გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი“,- აღნიშნულია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფეისბუქგვერდზე.
საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 12 კი გამოჯანმრთელდა.