საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 12 კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 12 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 635 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 309-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ათი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 452.