პიროტექნიკით დაშავებული შვიდი მოზარდი იაშვილის კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს
პიროტექნიკით დაშავებული შვიდი მოზარდი იაშვილის კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს

პიროტექნიკით დაშავებული შვიდი მოზარდი იაშვილის კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს.

როგორც იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, შვიდივე ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმეა 10 წლის ბიჭის მდგომარეობა.

ექიმის თქმით, დაშავებულს აღენიშნებოდა ორივე მტევნის მძიმე დაზიანება და დასჭირდა სამი თითის ნაწილობრივ, ორის კი სრული ამპუტაცია.

„ცხრა პაციენტმა მოგვმართა, მათ შორის ერთს ამბულატორიულად გაეწია დახმარება გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში და გაეწერა ბინაზე, რვა მოთავსდა ჩვენს ქირურგიულ დეპარტამენტში, ჩაუტარდათ ოპერაციული მკურნალობა. ერთი გაეწერა, ხოლოდ შვიდი მათგანი სტაციონარში რჩება. ძირითადად დაზიანებები იყო მტევნების და თითების არეში“, – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგმა თინათინ ანთაძემ.