პირი, რომლის მიმართაც არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, გამოკითხვაზე გადაიყვანეს
პირი, რომლის მიმართაც არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ე.ა-ს საცხოვრებელ სახლში სამართალდამცავები დღეს დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
სამართალდამცავების განმარტებით, ე.ა გამოკითხვაზე მოწმის სახითაა დაბარებული.
მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. დაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი. აბაზოვი გვიან ღამით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც, პირველი არხის წყაროს ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მარნეულში მცხოვრები პირი საჯარო, დამამცირებელ ბოდიშს იხდის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით სტუდია „მონიტორმა“ რეპორტაჟი მოამზადა. რეპორტაჟში საუბარია იმაზე, რომ პირი, რომელიც სავარაუდოდ დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლია, რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ჩაწერილ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მოგვიანებით, სოციალურ ქსელშივე გავრცელდა ვიდეო, სადაც ის დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის.