პიონჩანგის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ბილეთების გაყიდვის მაჩვენებული გაუმჯობესდა.
პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე სამი კვირით ადრე ბილეთების გაყიდვა 69,7 პროცენტამდე გაიზარდა.
გაყიდულია სამთო მოთხილამურეთა შეჯიბრის ბილეთების 82,3% , ბობსლეისტთა შეჯიბრების – 80,3%, შორტ-ტრეკის – 81,8%.
შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს ფიგურულ ციგურაობას (62,4), ბიატლონს (59,4) და ჩრდილოურ კომბინაციას – 52,5.
70,4%-მდე გაუმჯობესდა პიონჩანგის პარალიმპურ თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვაც. მათ შორის განსაკუთრებული უპირატესობით სარგებლობს სამთო-მოთხილამურეთა ასპარეზობები სადაც ბილეთების 95,5% გაყიდული. შესაბამისად 95,7 და 94,3%-ის მაჩვენებელია სნოუბორდსა და ბიატლონში.
რაც შეეხება გახსნისა და დახურვის ცერემონიებს, აქ დღეისათვის ბილეთების მხოლოდ 44,1 და 19,5%-ა გაყიდული.