უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის საქმეზე დაკითხავენ.
პოროშენკო იანუკოვიჩის მიერ სახელმწიფოს ღალატის შესახებ მოწმის სტატუსით კიევის ობოლონსკის რაიონულ სასამართლოში გამოიძახეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მთავარი სამხედრო პროკურორის განცხადებით, დაკითხვა ოთხშაბათსაა დაგეგმილი და პოროშენკო ბრალდების მხარის ბოლო მოწმეა.
ობოლონსკის რაიონულმა სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩის საქმის განხილვა 2017 წლის 4 მაისს დაიწყო.