უკრაინის პრეზიდენტმა ნარკოტესტი მეორედ ჩააბარა. ამჯერად პოროშენკომ ანალიზები კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მდებარე ლაბორატორიაში გაიკეთა. სწორედ ამ სტადიონზე უნდა გაიმართოს უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების პოლიტიკური დებატები.
სტადიონზე მისულმა პოროშენკომ ოპონენტს მოუწოდა, იგივე გააკეთოს და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ტესტი დამოუკიდებელ ლაბორატორიაში გაიაროს.
მანამდე, როგორც პოროშენკომ, ისე ვლადიმირ ზელენსკიმ ნარკოტესტი ჩააბარეს, თუმცა პოროშენკო ამტკიცებდა, რომ მისმა ოპონენტმა ანალიზი მეგობრის კლინიკაში გაიკეთა.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.