პეტრო პოროშენკო - კურტ უოლკერთან ერთად გაცილებით უფრო თავდაჯერებული ვიყავით
პეტრო პოროშენკო - კურტ უოლკერთან ერთად გაცილებით უფრო თავდაჯერებული ვიყავით

კურტ უოლკერთან ერთად ჩვენ ყველა გაცილებით უფრო თავდაჯერებული ვიყავით, – ასე გამოეხმაურა უკრაინის მე-5 პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენლის, კურტ უოლკერის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში მისი წვლილის შეფასება რთულია, ასევე რთულია მისი როლის შეფასება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. კურტ უოლკერთან ერთად ჩვენ ყველა გაცილებით უფრო თავდაჯერებული ვიყავით. გულწრფელი მადლობა კურტ წლების განმავლობაში გაწეული თანამშრომლობისთვის და იმისთვის, რომ ასე გჯეროდა უკრაინის“, – წერს პეტრო პოროშენკო.