პეტრო პოროშენკო - დღევანდელი თაობის ამოცანა არის რუსეთის იმპერიასთან კავშირების საბოლოოდ გაწყვეტა
დღევანდელი თაობის ამოცანა რუსეთის იმპერიასთან და საბჭოთა კავშირთან კავშირების საბოლოოდ და შეუქცევადი გაწყვეტაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გახადოს დამოუკიდებლობა შეუქცევადი, უკრაინა დიდი და ძლიერი რუსეთის გავლენის ზონაში დაბრუნების რაიმე პერსპექტივის გარეშე – ჩვენი თაობის მთავარი ამოცანაა. ეს არის საზოგადოებისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების დავალება“ – აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოს. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მთლიანი ევროპის ინტერესებშია.
„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საზღვრები ბუნდოვანი იქნება“ – განაცხადა პოროშენკომ.