უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამერიკელ კინორეჟისორს დევიდ ლინჩს შეხვდა.
ლინჩი კიევში იმყოფება, სადაც მისი საქველმოქმედო ცენტრის ფილიალის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.
დევიდ ლინჩისა და პეტრო პოროშენკოს ხვედრის ამსხველი ფოტოები უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Facebook- ში განათავასა.
„შევხვდი ლეგენდარულ ამერიკელ კინორეჟისორს, დევიდ ლინჩს. ის უკრაინაში საქველმოქმედო ფონდის ფილიალის გახსნაზე ჩამოვიდა. ლინჩის ფონდი დაეხმარება ვეტერან სამხედროებს. იძულებით გადაადგილებულ პირებს. შეხვედრის დროს მას ამ ფონდის გახსნის გამო მადლობა გადავუხადე. ფონდი ძალიან მნიშვნელოვანია და სიმბოლური მისია აქვს“, – წერს პრეზიდენტი.