დევიდ ლინჩი - ქართულ პოლიფონიურ მუსიკას ვუსმენ
დევიდ ლინჩი - ქართულ პოლიფონიურ მუსიკას ვუსმენ

გამოცემა Frieze-მა ლეგენდარულ ამერიკელ რეჟისორ დევიდ ლინჩთან ბლიცინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის ამბობს, რომ ქართულ პოლიფონიურ მუსიკას უსმენს.

რა მუსიკას უსმენთ?

ქართულ პოლიფონიურ მუსიკას.

რას კითხულობთ?

მეილებს.

ვიზუალურად რა მოგწონთ?

ორგანული ფენომენები.

რითი დაკავდებოდით, რომ არა ის, რასაც ახლა საქმიანობთ?

ქირურგიით.

ამერიკელი რეჟისორი საქართველოში გასული წლის ნოემბერში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზეზი კი ტრანსცენდენტური მედიტაციის ცენტრის გახსნა იყო.

დევიდ ლინჩი ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი, ვიზუალური არტისტი, მუსიკოსი და შეთავსებით მსახიობია. ცნობილია სიურრეალისტური ფილმებით. მუშაობდა რამდენიმე სატელევიზიო სერიალზეც, რომელთა შორის განსაკუთრებით ცნობილია მარკ ფროსტთან ერთად შექმნილი „ტვინ პიკსი“. ფრაზა „ლინჩისეული“ უკვე დიდი ხანია დამკვიდრდა კინოსამყაროში. ათეული წლებია, მისთვის დამახასიათებელია სიზმრისეული, ბნელი ატმოსფეროს მქონე, მისტიური მოვლენებით სავსე ნამუშევრები, რომლებიც თანაბრად იწვევს აღფრთოვანებას როგორც მაყურებელში, ასევე კინოკრიტიკოსებში.

ლინჩი არის რეჟისორი, რომელიც ყოველ ფილმში გვთავაზობს ძალიან მწვავე და სერიოზულ პრობლემებს განსახილველად. თუმცა, ეს არ არის ის ტიპური შემთხვევა, როდესაც შეიძლება ზუსტი დასკვნები გამოიტანო.

ლინჩი არის რეჟისორი, რომელიც მაყურებელს ჯადოსნურ სამყაროს სთავაზობს. რომელიც სავსეა უამრავი ალუზიით. იქნება ეს მხატვრობიდან თუ კინემატოგრაფიიდან, დაწყებული ექსპრესიონიზმით თუ დასრულებული სიურრეალიზმით.

დატოვე კომენტარი