პეტრო პოროშენკო - არ მისცეთ რუსებს უკრაინის მოქალაქეობა, თორემ მას ყველა რუსი მიიღებს
უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თქმით, რუსებისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება დაუშვებელია, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსეთის ყველა მოქალაქე უკრაინის მოქალაქე გახდება. ასე უპასუხა უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა უკრაინის ახლად არჩეული ლიდერის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის მზად არის, უკრაინის მოქალაქეობა მისცეს ყველას, ვინც „თავისუფლებისთვის იბრძვის და პირველ რიგში, რუსებს“.
„ჩვენ არ აღვიქვამთ ამას ისე, რომ რუსებს უკრაინის წმინდა მოქალაქეობა უნდა გადასცენ, რადგან ამ შემთხვევაში ისინი მას მიიღებენ. 140 მილიონი რუსი მიიღებს უკრაინის მოქალაქეობას, რადგან ჩვენთან უკეთესია“, – ეს განცხადება პეტრო პოროშენკომ ლვოვში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ თავად პოროშენკომ არაერთ რუსს გადასცა უკრაინის პასპორტი, მათ შორის იყო ოპოზიციონერი მარია გაიდარი.