პერუში სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. მიზეზი ბორტზე ბომბის შესაძლო არსებობა იყო. ამის შესახებ ლათინური ამერიკის სახელმწიფოს ტრანსპორტის სამინისტრო იუწყება.
ავიაკომპანია LATAM-ის ლაინერი პერუს დედაქალაქ ლიმადან რეისს ჩილეს მიმართულებით ახორციელებდა, თუმცა ეკიპაჟის წევრები ბორტზე ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ გააფრთხილეს, რის შემდეგაც კაპიტანმა პერუს ქალაქ პისკოში ავარიულად დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
დაშვების შემდეგ, სამგზავრო თვითმფრინავიდან მგზავრების დაუყოვნებელი ევაკუაცია განხორციელდა. ისინი ავტობუსების საშუალებით დედაქალაქ ლიმაში დააბრუნეს, ავიალაინერში კი გამნაღმველები მუშაობენ.