პერუს ერთ-ერთი ქალაქის მერის პოსტისთვის ჰიტლერი და ლენინი იბრძვიან. ყველაფერი არჩევნებში პოლიტიკოს ჰიტლერ ალბა სანჩესის მონაწილეობით დაიწყო. პერუელი პოლიტიკოსი მარათონში თავიდანვე ჩაერთო და ლოზუნგით „მე კარგი ჰიტლერი ვარ“, ქალაქ იუნგარის მცხოვრებლებლებს რიგ ცვლილებებს პირდებოდა.
წინასაარჩევნო გამოსვლების დროს ჰიტლერი აცხადებდა, რომ კარუასის პროვინციაში არსებულ ქალაქში ახალ ტექნოლოგიებს დანერგავდა.
თუმცა, ცოტა ხნის წინ მერობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ლენინმაც გამოთქვა. ლენინ ვლადიმერ როდრიგეს ვალვერდემ საკუთარი კანდიდატი ოფიციალურად უკვე წარადგინა.
ჰიტლერ ალბა სანჩესი აცხადებს, რომ აღნიშნული პიროვნება საერთოდ არ არსებობს და ასეთი სახელის მქონე კანდიდატის წარდგენა მისმა კონკურენტებმა სპეციალურად, მისი სახელის გამო გადაწყვიტეს. ჰიტლერმა საარჩევნო კომისიას მისი კონკურენტის არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით მიმართა.
ჰიტლერ ალბა სანჩესის თქმით, მისი სახელის გამო დისკრიმინაციის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.
„დიახ, მამამ დამარქვა ჰიტლერი, რადგან ძალიან ეგზოტიკურად ჟღერდა. მან ჰიტლერის ნამდვილი ისტორია, რა თქმა უნდა, არ იცოდა“,- აცხადებს ჰიტლერ ალბა სანჩესი.
პერუს მემარჯვენე პარტიის წარმომადგენელი ჰიტლერ ალბა სანჩესი 2011-2014 წლებში ქალაქ იუნგარის მერის პოსტს უკვე იკავებდა.