პენტაგონმა აშშ-ის სამხედრო ხომალდის მიერ იემენის სანაპიროს მახლობლად სამი რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება დაადასტურა
პენტაგონმა დაადასტურა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდმა ჩამოაგდო სამი რაკეტა, ასევე რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუთის“ ძალების მიერ იქნა გაშვებული.
„ეს ქმედება იყო საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ინტეგრირებული არქიტექტურის დემონსტრირება, რომელიც ჩვენ ავაშენეთ ახლო აღმოსავლეთში და რომელიც მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორებისა და ინტერესების დასაცავად გამოვიყენოთ ამ მნიშვნელოვან რეგიონში“, – განაცხადა პენტაგონს პრესმდივანმა, გენერალმა პეტ რაიდერმა.
გენერლის თქმით, აშშ-ის ჯარებიდან მსხვერპლი არ არის. მისი ინფორმაციით, არც მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავებულა. გენერლის თქმით, პენტაგონს ამ ეტაპზე დაზუსტებით არ შეუძლია თქვას, რას უმიზნებდნენ რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს, მაგრამ აღნიშნა, რომ ისინი იემენიდან იყო გაშვებული და მიემართებოდნენ ჩრდილოეთით წითელი ზღვის გასწვრივ, „პოტენციურად ისრაელის სამიზნეებისკენ“.