პენტაგონმა ახალი ანტისარაკეტო საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნაზე უარი თქვა
პენტაგონმა ახალი ანტისარაკეტო საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნაზე უარი თქვა

პენტაგონმა ახალი ანტისარაკეტო საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის უწყებაში დაადასტურეს. აღსანიშნავია, რომ პროექტზე უკვე დაიხარჯა მილიარდ 200 მილიონი დოლარი, თუმცა პენტაგონის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ სამუშაოების გაგრძელება არ არის მიზანშეწონილი.

როგორც ამერიკელი ექსპერტების ნაწილი აცხადებს, პენტაგონის გადაწყვეტილება სავარაუდოდ ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ განაპირობა, რამაც ახალი საჰაერო თავდაცვითი სისტემის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

პენტაგონს ამჟამად საკონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტის საწინააღდმდეგო 44 დანადგარი აქვს, რომელთა უმეტესობა ალასკაზეა განლაგებული.

პენტაგონში აცხადებენ, რომ ამჟამად პრიორიტეტული ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო ახალი დანადგარების შექმნაა, რომლებიც ჩინეთსა და რუსეთში წარმოებული ჰიპერბგერითი რაკეტების განადგურებას შეძლებენ.