პენტაგონის სპიკერი - აშშ-ის თავდაცვის უწყება ვერ ხედავს ნიშნებს, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს
პენტაგონის სპიკერი - აშშ-ის თავდაცვის უწყება ვერ ხედავს ნიშნებს, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება, ვერანაირ ნიშნებს ვერ ხედავს, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვული ან „ბინძური“ ბომბის გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა გააკეთა.

„ჯერჯერობით ჩვენ არ შეგვიმჩნევია არანაირი ნიშანი, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის ან „ბინძური“ ბომბის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო, ან განზრახული აქვს რომ გამოიყენოს“, – განაცხადა რაიდერმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები სიტუაციის განვითარებას ყურადღებით აკვირდება.