პენტაგონი - აშშ-მექსიკის საზღვარზე ჯარისკაცების რაოდენობა 500-დან 4 000-მდე გაიზრდება
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ჯეიმს მეტისი თანახმაა, აშშ-მექსიკის საზღვარზე 4 000-მდე ჯარისკაცი განლაგდეს.
ინიციატივა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის.
პენტაგონის განცხადებით, ეროვნული გვარდია საზღვარზე მხოლოდ თავდაცვის მიზნით მობილიზდება.
არალეგალი მიგრანტების ნაკადისგან საზღვრის დასაცავად ტეხასის შტატისა და მექსიკის საზღვარზე ეროვნული გვარდიის 500 ჯარისკაცი უკვე მობილიზებულია. გადაწყვეტილება შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა მიიღო. გაძლიერდა საჰაერო დაცვა. პენტაგონის გადაწყვეტილებით, საზღვარზე ჯარისკაცების რაოდენობა 4 000-მდე სექტემბრისთვის გაიზრდება.