პენტაგონი - აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო წარმომადგენლობის კორექტირება გადაწყვიტა, რათა დაიცვას ამერიკული ჯარები და დაეხმაროს ისრაელს ირანის მხრიდან საფრთხეების გათვალისწინებით
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო წარმომადგენლობის კორექტირება მოახდინოს, რათა დაიცვას ამერიკული ჯარები და დაეხმაროს ისრაელს ირანის, ასევე მისი მხარდაჭერილი ჯგუფების მხრიდან საფრთხეების გათვალისწინებით. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, საბრინა სინგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ლოიდ ოსტინი ესაუბრა ისრაელის თავდაცვის მინისტრს, გალანტს ირანის, მისი პარტნიორებისა და მარიონეტების მხრიდან დესტაბილიზაციის საფრთხის შესახებ. მდივანმა ოსტინმა გაიმეორა მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და აცნობა მინისტრს დამატებითი ზომების შესახებ, რომლებიც მოიცავს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მიმდინარე და სამომავლო ცვლილებებს, რომლებსაც დეპარტამენტი მიიღებს ისრაელის თავდაცვის მხარდასაჭერად“, – აღნიშნა სინგმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დათანხმდა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში საზღვაო ძალების დამატებითი კრეისერებისა და გამანადგურებლების გაგზავნას, რომლებსაც შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება.
ამასთან, აშშ ახლო აღმოსავლეთში გააგზავნის საბრძოლო თვითმფრინავების დამატებით ესკადრილიას.