პენტაგონი აცხადებს, რომ აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ერაყსა და სირიაში ბოლო სამი კვირის განმავლობაში 46-ჯერ დაესხნენ თავს
პენტაგონი აცხადებს, რომ აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ბოლო სამი კვირის განმავლობაში 46-ჯერ დაესხნენ თავს.
„17 ოქტომბრის შემდეგ, აშშ-სა და კოალიციის ძალებს თავს დაესხნენ, მინიმუმ, 46-ჯერ, მათ შორის 24-ჯერ ერაყში და 22-ჯერ სირიაში უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ თავდასხმების შედეგად 56 ადამიანია დაშავებული.
შეგახსენებთ, თავდასხმების საპასუხოდ გუშინ აშშ-მა აღმოსავლეთ სირიაში იარაღის შესანახ ობიექტზე იერიში მიიტანა.