პენსილვანიის შტატში სროლის შედეგად ექვსი პოლიციელი დაიჭრა. ინციდენტი ქალაქ ფილადელფიაში მოხდა.
გამოძიების ცნობით, სამართალდამცველები ერთ-ერთ სახლში ნარკოტიკებს ეძებდნენ, რა დროსაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივი სროლა რამდენიმე საათს გაგრძელდა, რა დროსაც სულ მცირე ექვსი ადამიანი სახლში ბლოკირებული აღმოჩნდა. მათ შორის იყვნენ პოლიციელებიც. მოგვიანებით ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს. სახლის შტურმის შედეგად 6-ივე მძევალი გაათავისუფლეს. დამნაშავე დაკავებულია.
ამერიკული მედიამ მისი ვინაობა დაასახელა – ეს მაურისიო ჰილი აღმოჩნდა, რომელიც ამჟამად პოლიციის განყოფილებაშია. სპეცოპერაციის დროს მსუბუქად დაიჭრა ექვსი პოლიციელი.