პენიტენციურ დაწესებულებებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
პენიტენციურ დაწესებულებებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საკუთარ არჩევანს საარჩევნო ყუთებთან ბრალდებულები და მსჯავრდებულები აფიქსირებენ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის მეშვეობით გააკეთეს, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულმა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნების დღეს 24-საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან. ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში ათი საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს.

საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან.

სპეციალური პენიტენციური სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს.