პეკინზე დაჭრის ფაქტზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო
პეკინზე დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით, რაც განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
შსს-ში შემთხვევის დეტალებზე გამოძიების ინტერესების გათვალისწინებთ არ საუბრობენ. ამ დროისთვის, უცნობია, დააკავეს თუ არა სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე.
პეკინის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დღეს, გამთენიისას დაჭრეს.