თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატი - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და დონალდ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა და მისი შედეგები სატელეფონო საუბრისას განიხილეს
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა და მისი შედეგები განიხილეს.
თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო თავდასხმა, მწუხარება გამოთქვა და ტრამპს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
ერდოღანმა შეაქო ტრამპის „ვაჟკაცური პასუხი” ინციდენტის შემდეგ და აღნიშნა, რომ მისი განრიგის შეუფერხებლად გაგრძელება, რესპუბლიკელთა ეროვნულ ყრილობაზე მისვლა აძლიერებს დემოკრატიას და ასახავს ამერიკელი ხალხის ნდობას.
ტრამპთან საუბრისას თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ტრამპის ძალისხმევას საზოგადოებაში პოლარიზაციისა და დაძაბულობის შესამცირებლად.
ერდოღანმა მიულოცა ტრამპს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად ოფიციალურად დასახელება და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები კეთილდღეობას მოუტანს ამერიკელ ხალხს და თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებს.