პეკინზე დაჭრის ფაქტზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო
პეკინზე დაჭრის ფაქტზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

პეკინზე დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით, რაც განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შსს-ში შემთხვევის დეტალებზე გამოძიების ინტერესების გათვალისწინებთ არ საუბრობენ. ამ დროისთვის, უცნობია, დააკავეს თუ არა სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე.

პეკინის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დღეს, გამთენიისას დაჭრეს.