პეკინში, აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე იმსჯელეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა, ჩინეთში, ქალაქ პეკინში მონაწილეობა მიიღო აბრეშუმის გზის ფორუმის მუშაობაში(China’s Belt and Road), სადაც საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და პოტენციალზე ისაუბრა.
ეკონომიკის სამინიტროს ინფორმაციით, ხიდურელმა ფორუმის მონაწილეებს კონკრეტულ საინვესტიციო პროექტები გააცნო.
Belt and Road არის საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის ბიზნესთანამშრომლობის ხელშეწყობას, რესურსების ეფექტურ გადანაწილებას, ბაზრების ინტეგრაციას და სხვა ეკონომიკური ფაქტორების გაუმჯობესებას.
ფორუმზე ყურადღება გამახვილდა ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს, ყაზახეთისა და უზბეკეთის ეკონომიკურ პოტენციალზე. ბიზნესფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესკონსულტანტებმა, სავაჭრო პალატების თავმჯდომარეებმა და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა ევრაზიის კონტინენტის ქვეყნებიდან.