პეკინის გამზირზე სამგზავრო ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, 12 წლის ბიჭი გზაზე გადადიოდა.
მომხდარის შედეგად, მოზარდი მსუბუქად დაშავდა. ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს, მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია, ის კონტაქტურია და ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდება.
საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.