პედრო სანჩესი - ისრაელის მთავრობის აბსოლუტურად არაპროპორციული პასუხი „ჰამასის” ტერაქტზე არღვევს ჰუმანიტარულ სამართალს
ისრაელის მთავრობის აბსოლუტურად არაპროპორციული პასუხი „ჰამასის” ტერაქტზე არღვევს ჰუმანიტარულ სამართალს და ახლო აღმოსავლეთს და, შესაბამისად, მთელ მსოფლიოს დესტაბილიზაციით ემუქრება, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ქვეყნის პარლამენტში განაცხადა.
ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ესპანეთი მზად არის პალესტინის აღიარებისთვის.
„გავაკეთებ იმიტომ, რომ სამართლიანია, რადგან უმრავლესობა ითხოვს. საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ დაეხმარება პალესტინას, თუ იგი არ აღიარებს მას. ხიდების აშენება უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა რეგიონში, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკასა და სოციალურ ერთიანობაზე“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.