პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირი აპირებს ამბიციურ ეკონომიკურ პროექტებში წინსვლას, რათა უზრუნველვყოთ საქართველო-ევროკავშირს შორის ფიზიკური კავშირების რაც შეიძლება სწრაფად განხორციელება
პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირი აპირებს ამბიციურ ეკონომიკურ პროექტებში წინსვლას, რათა უზრუნველვყოთ საქართველო-ევროკავშირს შორის ფიზიკური კავშირების რაც შეიძლება სწრაფად განხორციელება

ევროკავშირი აპირებს ეკონომიკურ პროექტებში სწრაფად წინსვლას, რათა უზრუნველვყოთ საქართველოსა და ფართო რეგიონს, ევროკავშირს შორის ფიზიკური კავშირების რაც შეიძლება სწრაფად განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, საჭიროა ამბიციური ეკონომიკური პროექტების დაწყება.

„შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი ხედვაა. სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს საშუალებით ჩვენ გვაქვს ტვირთების ტრაფიკი აზიიდან ევროკავშირში. ეს სარგებლის მომტანია საქართველოსთვის, ევროკავშირისთვის. ახლა საჭიროა ძალიან ამბიციური ეკონომიკური პროექტების დაწყება, მილსადენები, გზები, საბორნე ტერმინალები, რათა ეს ყველაფერი განხორციელდეს. ჩვენ წინაშე დიდი სამუშაოა. ორი კვირის წინ საქართველოში გვეწვია ევროკომისარი ვარჰეი. ეს საკითხები განხილულ იქნა საქართველოს მთავრობასთან და ევროკავშირი აპირებს სწრაფად წინსვლას, რათა უზრუნველვყოთ, რომ ფიზიკური კავშირები საქართველოსა და ფართო რეგიონს, ევროკავშირს შორის, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.