პაველ ჰერჩინსკი – ჩვენ არ ვართ რევოლუციებით და რეჟიმების ცვლილებებით დაკავებული, ევროკავშირი მუშაობს ყველა დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან საქართველოში

19:15, 06.06.2024

როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვართ რევოლუციებით და რეჟიმების ცვლილებებით დაკავებული, ევროკავშირი მუშაობს ყველა დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან საქართველოში, –  ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ამჟამინდელ მთავრობასთან.

„ვიმუშავებთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც აირჩევა, ვიმედოვნებ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე 26 ოქტომბერს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

 

მსგავსი