პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ არ ვართ რევოლუციებით და რეჟიმების ცვლილებებით დაკავებული, ევროკავშირი მუშაობს ყველა დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან საქართველოში
პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ არ ვართ რევოლუციებით და რეჟიმების ცვლილებებით დაკავებული, ევროკავშირი მუშაობს ყველა დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან საქართველოში

როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვართ რევოლუციებით და რეჟიმების ცვლილებებით დაკავებული, ევროკავშირი მუშაობს ყველა დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან საქართველოში, –  ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ამჟამინდელ მთავრობასთან.

„ვიმუშავებთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც აირჩევა, ვიმედოვნებ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე 26 ოქტომბერს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.