მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, პაველ ფილიპმა ქართველი კოლეგა, გიორგი კვირიკაშვილი საკუთარ ქვეყანაში მიიწვია და იმ ურთიერთობებზე ისაუბრა, რაც საქართველო-მოლდოვას შორის წლებია არსებობს.
„მიგვაჩნია, რომ საქართველო არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი. არამხოლოდ პარტნიორი, არამედ ერთგული მხარდამჭერი. იმის მიუხედავად, რომ ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს დაიწყო კომუნიკაცია. დიდი ხანია, ჩვენ გვაქვს ხარისხიანი კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრების დონეზე. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სტრუქტურული მსგავსებები ქვეყნებს შორის, რადგან ჩვენ გვაკავშირებს ასოცირების ხელშეკრულება. შევთანხმდით, რომ დღეიდან უფრო მჭიდრო კავშირი გვქონდეს ამ მიმართულებით, რადგან ჩვენ გვაკავშირებს ევროინტეგრაციის საერთო მიზანი. ერთად ჩვენ გვაქვს უფრო მეტი ძალა და შეგვიძლია მეტის მიღწევა, რათა სწრაფად დავუახლოვდეთ ევროკავშირს. მნიშვნელოვანია აზრების გაცვლა ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტების თემასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყნებს არ აკავშირებთ მხოლოდ დადებითი გამოცდილება, ასევე უარყოფითი გამოცდილება, რაც უკავშირდება ტერიტორიულ კონფლიქტებს. ამ კუთხით, ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება რეგიონული სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, რაც უმნიშვნელოვანესია საერთო მიზნების მისაღწევადკომუნიკაცია და აზრების მიმოცვლა არის უმნიშვნელოვანესი, რათა დავეხმაროთ ერთმანეთს ამ პრობლემების აღმოფხვრაში. თითოეული წარმატება და ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით ჩვენ გაგვაჩნია, გვსურს გავუზიაროთ საქართველოს და ამ გზით ჩვენ მივაღწევთ გაცილებით უკეთეს შედეგს“, – განაცხადა პაველ ფილიპმა.