პარტია „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ თბილისში, სპორტის სასახლეში შეკრებას მართავს.
შეხვედრაზე პარტიის ლიდერები მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.
როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ეს არის აქცია, რადგან სპორტის სასახლის დარბაზში შესაძლებელია მოქალაქეების დათვლა, შესაბამისად, მათივე თქმით, ხელისუფლება ვეღარ შეძლებს მოტყუებას, რომ აქციას ადამიანების მცირე რაოდენობა ესწრებოდა.
„ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე. ეს არ არის ყრილობა, ეს არის აქცია. რატომ ვატარებთ აქციას დახურულ სივრცეში და სპორტის სასახლეში, ამაზე მარტივი პასუხია – რადგან როდესაც ჩავატარეთ აქცია ოპერის წინ, რატომღაც დათვალეს 1500 კაცი, როდესაც 8000-ზე მეტი იყო. ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ სპორტის სასახლე, რადგან დათვლადია და იმედი მაქვს, დღეს მათემატიკა არ შეეშლება იმ ხალხს, ვინც ითვლის ხოლმე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაპროტესტებთ იმ ტყუილს, რომელიც გვაკადრა ხელისუფლებამ და ისევ და ისევ ვითხოვთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, გიორგი ლომიამ.
„პატრიოტთა ალიანსი“ დღევანდელ შეკრებაზე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას კიდევ ერთხელ გააპროტესტებს.