„პატრიოტთა ალიანსი“ სპორტის სასახლეში შეკრებას მართავს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ემზარ კვიციანმა აღნიშნა, ქვეყანაში ბევრი რამ არის გასაპროტესტებელი.
„ძალიან ბევრი რამ არის ამ ქვეყანაში გასაპროტესტებელი. პირველ რიგში ის არის, რომ სამართლიანობა არ აღდგა ჩვენს ქვეყანაში და ვხედავთ, რომ პირიქით, აქეთ გვესხმიან თავს. ბოკერიას ჯგუფები დადიან თავიანთი სასტვენებით. თავიანთი ხელმძღვანელი ხომ არის დასტვენილი, ახლა თავადაც უსტვენენ. ჩვენ ამ ყველაფერს ვაპროტესტებთ. ჯერ ერთი,~ რეზოლუციას, რომელიც შევიტანეთ და მხარი არ დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“. ამით გამოხატეს, რომ ბოკერიას მომხრეები არიან.
ახლა ხელახლა გვაქვს შეტანილი რეზოლუცია და ველობით, რას იზამენ არჩევნების წინ მაინც. დროა, სამართალი აღდგეს ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყანაში“,- განაცხადა ემზარ კვიციანმა.