პაატა იმნაძე - საქართველოში გრიპზე 211 ათასი ადამიანია აცრილი და მარაგშია კიდევ 23 ათასზე მეტი ვაქცინა, თუმცა წელს გრიპი არ არის აქტიური
211 ათასი ადამიანია საქართველოში გრიპზე აცრილი და მარაგშია კიდევ 23 ათასზე მეტი ვაქცინა, – ამის შესახებ დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
როგორც იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხდა, გრიპის შემთხვევები, ისევე როგორც მთელს მსოლფიოში, საქართველოშიც მცირეა.
„უნდა ითქვას, რომ ისევე როგორც ევროპის ქვეყნების უმეტესობაში გრიპი არ არის აქტიური. ის, რომ თითქმის მთელს ევროპაში ლოკდაუნებია, ყველა პირბადით დადის, დისტანციას იცავს, მოქმედებს ამაზე. თუმცა, ორსულებს მოვუწოდებ აიცრან გრიპზე“, – განაცხადა იმნაძემ.