პასკალ მენიე - 9 აპრილი საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი უდიდესი დღეა
ბრძოლა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის მუდმივად გრძელდება, რადგან ის სამუდამოდ არ გვენიჭება – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ 9 აპრილთან დაკავშირებით განაცხადა.
პასკალ მენიეს თქმით, 9 აპრილი საქართველოსთვის ერთ-ერთი უდიდესი დღეა.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების 30 წლისთავს. ეს არის საქართველოსთვის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი უდიდესი დღე. ვფიქრობ, ჩვენ ისტორიიდან გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. ბრძოლა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის მუდმივად გრძელდება, რადგან ის სამუდამოდ არ გვენიჭება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის“, – აღნიშნა ფრანგმა დიპლომატმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც 9 აპრილის მოვლენებს ეძღვნება.