აქციის მონაწილეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ
აქციის მონაწილეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვონ.

„მშვიდობიანად, მშვიდად, წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან. მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს. ჩვენ ვართ მშვიდობიანი მანიფესტანტები, დემონსტრანტები, არავინ აჰყვეს პროვოკაციას. წავიდეთ კანცელარიასთან და მოვითხოვოთ ამ კანონის უკან დაბრუნება და დაკავებულების გათავისუფლება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ.

საპროტესტო აქცია, მესამე დღეა, მიმდინარეობს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო.