სამანტა პაუერი - „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტმა შესაძლოა, შეაფერხოს საქართველოს მომავალი ევროკავშირში, რომელსაც ქართველების უმრავლესობა უჭერს მხარს
სამანტა პაუერი - „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტმა შესაძლოა, შეაფერხოს საქართველოს მომავალი ევროკავშირში, რომელსაც ქართველების უმრავლესობა უჭერს მხარს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი სამანტა პაუერი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მიღებას ეხმაურება.

როგორც პაუერი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, აღნიშნულმა კანონპროექტმა შესაძლოა, შეაფერხოს საქართველოს მომავალი ევროკავშირში.

„აშშ გმობს საქართველოს პარლამენტში კენჭისყრას „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობის წინსვლის შესახებ. ამ კანონპროექტმა შესაძლოა, შეაფერხოს საქართველოს მომავალი ევროკავშირში, რომელსაც ქართველების უმრავლესობა უჭერს მხარს და საფრთხეს შეუქმნის აშშ-სა და საქართველოს შორის გრძელვადიან პარტნიორობას“, – წერს სამანტა პაუერი.