რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ლგბტ თემის დროშით დრონმა გადაიფრინა.
ლგბტ თემის დროშიანი დრონი პარლამენტის თავზე რამდენიმე წუთის განმავლობაში დაფრინავდა.
ამასთან, პარლამენტის წინ „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას და საქართველოში გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვას კანონმდებლობის დონეზე ითხოვენ.