პარლამენტთან დაგეგმილი აქციის მონაწილეები იკრიბებიან [ფოტო]
პარლამენტთან დაგეგმილი აქციის მონაწილეები იკრიბებიან [ფოტო]

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ორგანიზებით პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციის მონაწილეები იკრიბებიან. როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია.

ორგანიზატორების განცხადებით, აქცია დაანონსებულ დროს, 16:00 საათზე დაიწყება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართება. აქციაზე ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილსაც ელოდებიან.

პარლამენტთან სოლიდარობის აქცია #არმომკლა რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა, 3 ივნისს კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის გამოძიების პროცესში ხელისუფლებას კონკრეტული მოქმედებებისკენ მოუწოდეს და 10 ივნისის აქცია დააანონსეს.