პარლამენტში ვიზალიბერალიზაციის თემაზე საგარეო საქმეთა და შს მინისტრების მოადგილეებს მოუსმენენ
პარლამენტში ვიზალიბერალიზაციის თემაზე საგარეო საქმეთა და შს მინისტრების მოადგილეებს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში დღეს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეებს ელოდებიან. ვახტანგ მახარობლიშვილს და ნინი ჯავახაძეს კანონმდებლები საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ.

შეხვედრის თემა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ერთი წელი იქნება. დეპუტატები მოისმენენ, თუ როგორი იყო უვიზო მიმოსვლის ერთი წელი, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა სიახლეებია დაგეგმილი ამ მიმართულებით.

შეხვედრაზე უწყებები ვიზალიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღაზეც ისაუბრებენ.

შეხვედრა საქართველოს პარლამენტში 12:00 საათზეა ჩანიშნული.