ევროპული საბჭო სომხეთისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილებას 22 ივლისს მიიღებს

20:32, 17.07.2024

ევროპული საბჭო სომხეთისთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 22 ივლისს მიიღებს, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე არმან იეგოიანი წერს.

არმან იეგოიანის თქმით, სომხეთთან ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგის დაწყების, ასევე ევროპული სამშვიდობო მექანიზმით სომხეთისთვის მხარდაჭერის საკითხები ევროპული საბჭოს 22 ივლისის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.

„ამ ორ საკითხზე გადაწყვეტილებები, შესაბამისად, იმავე დღეს მიიღება“, – წერს იეგოიანი.

მსგავსი