პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის 17-კაციან სიას უყრიან კენჭს
2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში 17 წევრი იქნება.
პირველი არხისთვის ცნობილი გახდა სია, რომელსაც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს.
კომისიის შემადგენლობაში არიან – „ევროპული საქართველოდან“: სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი;
საპარლამენტო უმრავლესობიდან: ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, სოფო კილაძე, არჩილ თალაკვაძე;
დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი;
„პატრიოტთა ალიანსიდან“ ადა მარშანია.
ცნობილია, რომ კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საბოლოოდ ჩამოყალიბდება.