პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ დახურული სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები ფრაქციის სხდომაზე რვა საკითხს განიხილავენ.
როგორც პირველ არხს ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა, სხდომაზე საგაზაფხულო სესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.
დეპუტატის ცნობით, სხდომაზე ასევე განიხილავენ როგორც ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე “მაუწყებლობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს.
საგაზაფხულო სესია ხვალ, ბიუროს სხდომით გაიხსნება, ხოლო 7 თებერვლიდან პლენარული სხდომები გაიმართება.