საქართველოს პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, სხდომაზე მთავარ საკითხად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს განიხილავენ. აღნიშნულ საკითხზე დეპუტატები დებატების გამართვას გეგმავენ.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სხდომაზე საუბარი ასევე შეეხება ნარკოპოლიტიკის საკითხს.
მისივე თქმით, პარლამენტის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდებიან მყარ პოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.